ერდოღანის თქმით საფრანგეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტყვის თქმის უფლებაც კი  არ აქვს

ერდოღანმა ტაჯიკეთიდან დაბრუნებისას მაკრონის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას უპასუხა

1219276
ერდოღანის თქმით საფრანგეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტყვის თქმის უფლებაც კი  არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტყვის თქმის უფლებაც კი  არ აქვს. ერდოღანმა, ტაჯიკეთიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა რა, საფრანგეთის პრეზიდენტ,  ემანუელ მაკრონის,  აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა და დასძინა: „მათ ვისაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ საუბრის სუფლება აქვთ, შეუძლიათ ისაუბრონ. საფრანგეთს ვინ მისცა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ საუბრის უფლება? ან საიდან მოიპოვა? მსგავსი რამ არ არსებობს. რა საქმე აქვს საფრანგეთს აქ? მას არც საუბრის და არც რაიმე სახის ქმედების უფლება არ გააჩნია ამ რეგიონში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ხმელთაშუაზღვისპირეთში მოპოვებული ნებისმიერი სახის სიმდიდრეები, კუნძულზე მცხოვრებ ხალხს თანაბრად ეკუთვნის.“  



მსგავსი ინფორმაციები