ერდოღანი სიტყვით გამოვიდა დუშანბეს სამიტზე

“იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ მივიღებთ“

1218950
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა დუშანბეს სამიტზე

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ იერუსალიმში ახალი სტატუსის მცდელობებს. იგი სიტყვით გამოვიდა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მეხუთე სამიტზე და თქვა, რომ დღევანდელ მსოფლიოში წესრიგი კი არ დომინანტობს, არამედ უწესრიგობა. "ჩვენს მეზობელ სირიაში ომის დასრულებისათვის და სტაბილურობის აღდგენისათვის ყველანაირ მცდელობებს ვიჩენთ. სირიის მომავალს ძალზედ დიდ საფრთხეს უქმნიან ტერ ორგანიზაციები დაეში და პკკ-ა და მათ წინააღმდეგ განხორციელებული საზღვრისპირა ოპერაციებით ძალიან მძიმე დარტყმებს ვაყენებთ“, განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, სამწუხაროდ აშშ-ი და მისი მხარდამჭერი ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო, სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაციისადმი ფინანსური და სამხედრო დახმარებით, სხვა მსგავსი ტერ ორგანიზაციების განადგურების პოლიტიკას აწარმოებს, რასაც უფრო მეტი სისხლი, უფრო მეტი ოკუპაცია, უფრო მეტი სისასტიკე და უფრო მეტი ცრემლები მოჰყავს". იგი შეეხო აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილებასაც და ხაზი გაუსვა, რომ ქალაქის სტატუსის შეცვლას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ



მსგავსი ინფორმაციები