ერდოღანი დუშანბეში ორმხრივ შეხვედრებსაც ატარებს

საუბრის დროს ორმხრივ ურთიერთობებს იხილავენ

1219061
ერდოღანი დუშანბეში ორმხრივ შეხვედრებსაც ატარებს

 

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აგრძელებს ორმხრივ მოლაპარაკებებს დუშანბეში მიმდინარე აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის სამიტზე რა, მის ფარგლებში ცალ-ცალკე პირისპირი შეხვედრები ჰქონდა ავღანეთის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულაჰთან, ჩინეთის პრეზიდენტ ში ძიანპინგთან, კამბოჯის პრემიერ მინისტრ ჰუნ სენთან, კატარის ემირ, შეიხ თემის ბინ ჰამედ ალ სანთან და უზბეკეთის პრეზიდენტ შევქეტ მირზიოევთან. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბარატ ალბაირაქი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი. განხილვის მთავარი თემა ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები წარმოადგენდა. გარდა ამისა ერდოღანს მოკლე ხნიანი საუბრები ჰქონდა ასევე  ტაჯიკეთის პრეზიდენტ იმამალის რაჰმანთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან.



მსგავსი ინფორმაციები