პკკ-ას წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

თურქი ჯარისკაცები მათ დღითიდღე ავიწროებენ

1218754
პკკ-ას წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გუშინ, ჩრდილოეთ ერაყის ჰაქურქის რეგიონში, კიდევ 3 ქურთი სეპარატისტი იქნა ლიკვიდირებული და ამით 27 მაისის აქეთ, ე.ი. ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში თავშეფარებული ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ას წინააღმდეგ დაწყებული “კლანჭების“ სახელწოდების ოპერაციის დაწყებიდან, მთლიანობაში 48 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. ამავე განცხადებით, გუშინ თურქულმა ბომბდამშენებმა ხსენებულ რეგიონში გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს ტერორისტების კუთვნილი რამდენიმე გამოქვაბული, საცეცხლე წერტი და არსენალი. ანტიტერორისტული ბრძოლა ქვეყნის ფარგლებშიც გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 2 დღის განმავლობაში ვანში, შირნაქში, მარდინში და ჰაქქარიში ლიკვიდირებულ იქნა 14 სეპარატისტი



მსგავსი ინფორმაციები