იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

მან გულენის ექსტრადაციის საკითხიც განიხილა

1217004
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

 

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიდ გიულმ,ა თურქ ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკული ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ იგი თავის ამერიკელ კოლეგა უილიამ ბარის გარდა სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდა, ხოლო ამის პარალელურად მონაწილეობა მიიღო ნიუ-ორკში გამართულ “თურქული დღის“ ფესტივალშიც და ამერიკაში მცხოვრებ თანამოძმეებსაც შეხვდა რა, მათთან კონსტრუქციული საუბარი გამართა. იგი შეეხო ფეტულლაჰის ტერორისტული ორგანიზაცია Feto-ს ლიდერის, ფეთჰულაჰ გიულენის ანკარისათვის ექსტრადაციის საკითხსაც და თქვა, რომ საერთაშორისო კონვენციებისა და აშშ-თურქეთ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აქამდე ამერიკას საჭირო ნაბიჯები უნდა გადაედგა, მაგრამ, ამ საკითხში დღემდის რაიმე წინსვლა არ დაფიქსირებულა. “მე ამ საკითხზე ჩემს ამერიკელ კოლეგა ბარისაც ვესაუბრე და ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო დისკუსია. იმედი მაქვს, რომ  ამ საკითზე უახლოეს ხანებში კარგ შედეგებს მივიღებთ, რადგან, ჩვენ ამერიკისათვის ძალიან ბევრი მყარი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი", განაცხადა გიულმა და დაამატა, რომ აქამდე ანკარას, ამერიკასთან ხელმოწერილი სასამართლო ორგანოების თანამშრომლობის ფარგლებში, ვაშინგტონის  მრავალი მოთხოვნა აქვს შესრულებული და ასეთივე მიდგომას მოითხოვენ მათგან



მსგავსი ინფორმაციები