ჰულუსი აქარი პატრიკ შანაჰანის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მეშვიდე თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა

1217282
ჰულუსი აქარი პატრიკ შანაჰანის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, პატრიკ შანაჰანის მიერ S-400-ებთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ასეთი ნაბიჯი, მოკავშირეობის სულისკვეთებას არ შეესაბამება. ჰულუსი აქარმა, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მეშვიდე თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის შემდეგ ჟურნალისტებთან  დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთა რა,  პატრიკ შანაჰანის მიერ S-400-ებთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილი შეაფასა და დასძინა: „მათ მიერ გამოგზავნილი წერილი და მისი შინაარსი მოკავშირეობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა,  ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი მზადდება, რომელსაც მომდევნო დღეებში გაუგზავნით, მათ. მეორეს მხრივ,  თვის ბოლოს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალია, რომელზეც  პატრიკ შანაჰანთან პირისპირ შეხვედრას გავმართავ. თურქეთს დღემდის ნატოს საკითხთან დაკავშირებით აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ვალდებულებები უკლებლივ პირნათლად აქვს შესრულებული. ამიტომ, მოპასუხეებიც ვალდებული არიან, ჩვენთან გაფორმებული შეთანხმებები პირნათლად შეასრულონ.“



მსგავსი ინფორმაციები