ერდოღანმა სტამბოლში რამაზან ბაირამის ლოცვის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ერდოღანმა სტამბოლში რამაზან ბაირამის ლოცვის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, რამაზან ბაირამის ლოცვის შემდეგ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტმა ერაყის ჩრდილოეთში 27 მაისს დაწყებულ ოპერაცია „კლანჭი“-ს შესახებ საუბრის დროს მტკიცედ აღნიშნა, რომ ოდნავი გადახრა არ არის. ოპერაციები გრძელდება და ბოლომდის გაგრძელდება. ერდოღანმა დღის წესრიგის შეფასების დროს, რუსეთიდან შესასყიდი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „S-400″-ის შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „რუსეთთან S-400-ბთან დაკავშირებით შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. უკან დახევის მსგავსი არანაირი შანსი არ არსებობს. რაც შეეხება ამერიკის მხრიდან S-400-ის შესახებ მოთხოვნილებებს, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შემოთავაზება ჯერ არ მოსულა. მეორეს მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების თაობაზე, როგორც რუსეთის ასევე ამერიკის პრეზიდენტთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სირიაში იდლიბის, მემბიჯის, და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია, რომელიც მომავალშიც იგივე დარჩება.“
მსგავსი ინფორმაციები

იზმირში 32, ბალიქესირში კი 38 არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს
იზმირში 32, ბალიქესირში კი 38 არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს