ერდოღანმა რამაზან ბაირამთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა რამაზან ბაირამთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

1213184
ერდოღანმა რამაზან ბაირამთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამაზნის ბაირამთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ბაირამი მართლაც და საზეიმო ვითარებაში ჩაივლის. პრეზიდენტმა მუსლიმებს ბაირამი მიულოცა და ღმერთს მადლიერება გადაუხადა, იმისათვის, რომ კიდევ ერთი ბაირამის აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცათ. „ამ ყველაფერთან ერთად სამწუხაროდ მსოფლიოს მრავალ კუთხეში მიუხედავად ბაირამის დღესასწაულისა, არიან ადამიანები, რომლებიც დიდ ტანჯვასა და წამებას გადიან. ამ დღის მადლით, ღმერთს შევთხოვ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ მუსლიმებში  და მთლიანად კაცობრიობისთვის  მშვიდობამ დაისადგუროს. სამყარო, მომავალი ასწლეულის ტრანსფორმაციის პროცესშია.  ასევე ჩვენი ქვეყანაც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, მაგრამ,  ამ კრიტიკულ პერიოდს ვიმედოვნებთ, რომ უფრო იოლად გადავლახავთ, რადგან ჩვენი ქვეყანა, 1990-იანი წლების მსგავსი სუსტი ქვეყანა აღარ არის და ყველა პრობლემის მათ შორის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაშიც წარმატებულად დააღწევს თავს.  ყველა ჩვენს მოქალაქეს და მსოფლიოში მცხოვრებ მუსლიმებს ვულოცავ რამაზან ბაირამს. ღმერთმა ქნას, რომ ყველა თქვენგანის ოჯახებში მშვიდობამ  დაისადგუროს,“ ნათქვამია ერდოღანის საბაირამო მესიჯში.  



მსგავსი ინფორმაციები