თურქეთმა, ჩრდილოეთ ერაყში  ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო

ოპერაციას სტარტი გუშინ მიეცა

1209405
თურქეთმა, ჩრდილოეთ ერაყში  ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო

 

თურქეთის არმიამ, ჩრდილოეთ ერაყში დაბუდებული ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყო. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “თურქეთის არმიამ, ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიან ჰაქურქის რეგიონში არსებული ტერორისტული სამიზნეებისა და თვით ტერორისტების გასანადგურებლად, გუშინ, შუადღის შემდეგ, მძლავრი საარტილერიო და საჰაერო ოპერაციები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სპეცრაზმელებიც. ამ ოპერაციით ვითვალისწინებთ ჰაქურქის რეგიონის გაწმენდას ქურთი ტერორისტებისგან და მის ფარგლებში განადგურებულ იქნება სეპარატისტების კუთვნილი თავშესაფრები, გამოქვაბულები, ბუნკერები, არსენალები, შტაბები და საცეცხლე წერტები“. ამავე განცხადებით, ჰაქურქის შემდეგ მსგავსი ოპერაციები მოეწყობა ჩრდილოეთ ერაყის იმ სხვა რეგიონებშიც, სადაც თავს აფარებენ პკკ-ას ტერორისტები.



მსგავსი ინფორმაციები