ერდოღანი ხელოვანებს და სპორტსმენებს შეხვდა

“ხელისუფლება გააგრძელებს ხელოვანებისადმი და სპორტსმენებისადმი მხარდაჭერას“

1208275
ერდოღანი ხელოვანებს და სპორტსმენებს შეხვდა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი გუშინ, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში ხელოვანებს და სპორტსმენებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელოვნებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

მისი თქმით, კულტურა, ხელოვნება და სპორტი, ერის საერთო ღირებულებებს წარმოადგენენ და ამიტომ, კულტურის, ხელოვნების და სპორტის წარმომადგენელთა მხრიდან მიღწეული თითოეული წარმატება, ერისა და ქვეყნის წარმატებად ითვლება, ამიტომაც, ამ სფეროების წარმომადგენლებისადმი ყველანაირ მხარდაჭერას გააგრძელებენ, რათა მათ კიდევ უფრო გაიფართოონ შესაძლებლობები.

“2002 წლის აქეთ ჩვენმა ხელისუფლებამ საერთო ჯამში 50 ჯერ მეტი ფინანსები გამოყო ხელოვნებისა და სპორტის განვითარებისათვის და ასეთ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ, თუ რაიმე საგანგებო არ მოხდება, ათათურქის სახელობის ახალი კულტურის სახლს სტამბოლის თაქსიმის მოედანზე, 2021 წელს გადასცემენ ექსპლოატაციაში.

თურქი პრეზიდენტის განცხადებითვე, ისინი არა ნაკლებ მხარდაჭერას უჩენენ სპორტის განვითარებასაც, რასაც ადასტურებს სპორტული ნაგებობებისა და სპორტსმენების რაოდენობის მკვეთრი ზრდა



მსგავსი ინფორმაციები