თურქეთმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

თურქეთმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

1207020
თურქეთმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა,  ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში  „აშშ-თურქეთის ალიანსი შემაშფოთებელ სტადიაშია“ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება მოკავშირეობის  ურთიერთობებს. ჰამი აქსოიმ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ‘აშშ-თურქეთს შორის ალიანსი  შემაშფოთებელია’, მოკავშირეობის სულისკვეთებას აზარალებს. ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთის მიერ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილებები რაოდენ რეალურია. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენსა და ამერიკელ ხალხს შორის ნდობას არანაირი პრობლემა არ გააჩნია. მათი მხრიდან მოკავშირეობის სულისკვეთებისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი ის იქნებოდა, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ერთობლივ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას დათანხმებოდნენ. ორივე მხარისათვის სასიკეთო ეს იქნებოდა.“



მსგავსი ინფორმაციები