მევლუთ ჩავუშოღლუს „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი გადაეცა
მევლუთ ჩავუშოღლუს „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი გადაეცა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს მხრიდან „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი გადაეცა. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ჩავუშოღლუს აღნიშნული ორდენი, თურქეთ-იაპონიის ურთიერთობების გაძლიერების და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილის გამო გადაეცა. ეს უმაღლესი რანგის ჯილდოა, რომელსაც იაპონია ნაყოფიერი კულტურული მოღვაწეობისთვის გადასცემს. ჩავუშოღლუს ორდენი უახლოეს დღეებში გადაეცემა. „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი თურქებს, იმპერატორის მხრიდან ადრე, 1958 წელს ცხონებულ პრემიერმინისტრ ადნან მენდერესს, ცხონებულ საგარეო საქმეთა მინისტრ ფათიჰ რუშტუ ზორლუს და 2009 წელს ქემალ დერვიშს გადაეცა.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს