ერდოღანი: „მსოფლიოში სამართალი არ არსებობს“
ერდოღანი: „მსოფლიოში სამართალი არ არსებობს“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიოში სამართალი რომელიმე ქვეყნის ინტერესების გატარებით არ შეიძლება დამყარდეს. მან ამის შესახებ, ანკარაში ბეშთეფეს კულტურისა და კონგრესის ცენტრში გამართულ, მოსამართლეების და პროკურორების წილისყრის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა. „ის ვინც იძახის, რომ მსოფლიო ხუთზე დიდი არ არის, მისგან სამართლის მოლოდინიც შეუძლებელია. ამჟამად არაკანში, ლიბიაში, პალესტინაში, იერუსალიმში სამართალი მოქმედებს? ის ვინც ხსენებულ ტერიტორიებზე სამართლის შესახებ საუბრობს, მხოლოდ კაცობრიობას ატყუებს. ჩვენ ყველა პლატფორმაზე ვაცხადებთ: ‘მსოფლიო ხუთზე დიდია“ ეს, ჩვენი მოწოდება, მსოფლიოში სამართლის ძიება გახლავთ. გაერო, 196 ქვეყნისთვის და გაეროს უშიშროების საბჭო რომელიც შედგება 15 წევრისაგან, რომელთა შორის ხუთი მუდმივია, ხოლო ათი - არამუდმივი, განა სამართლიანი განაჩენი გამოაქვს? არა რა თქმა უნდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, რომ მსოფლიოში სამართალი არ არსებობს,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო
პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო