მევლუთ ჩავუშოღლუ ჯიმი მორალეს შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ ჯიმი მორალეს შეხვდა

1205034
მევლუთ ჩავუშოღლუ ჯიმი მორალეს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით გვატემალაში  მყოფმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამ ქვეყნის პრეზიდენტ,  ჯიმი მორელს  შეხვდა. მევლუთ ჩავუშოღლუ გვატემალაში,   თურქეთ-ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის ორგანიზაციის (SICA)  საგარეო საქმეთა მინისტერიალის მესამე პოლიტიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. დედაქალაქ გვატემალაში,  კულტურის ეროვნულ სასახლეში გამართულ შეხვედრას, თავისი გვატემალელი კოლეგა  და თურქეთის ელჩი გვატემალაში სულეიმან გოქჩე ესწრებოდნენ. მევლუთ ჩავუშოღლუმ შემდეგ  გვატემალაში თურქეთის საელჩოს ახალი ბინა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა ჩავუშოღლუმ თურქეთ-გვატემალას ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა, სამხრეთ ამერიკაში თურქეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მისივე თქმით, ანკარას გვატემალასთან როგორც სავაჭრო ასევე კულტურული ურთიერთობების გაღრმავება სურს და ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამენ. მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ თურქეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მხოლოდ დიპლომატიურ სფეროში არ თანამშრომლობს არამედ,  თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს (TİKA) მსგავსი ორგანიზაციებიც აქტიურ  ღონისძიებებს ატარებენ.



მსგავსი ინფორმაციები