ფუათ ოქთაი ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

1204175
ფუათ ოქთაი ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოქთაი დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება.

ფუათ ოქთაი, რომელიც გასულ თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება, ზელენსკისთან ასევე შეხვედრას გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში ოთქაი და ზელენსკი თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებს ყველა კუთხით განიხილავენ და ასევე ერთმანეთს გაუზიარებენ თავის მოსაზრებებს რეგიონალურ საკითხებზე.

ოთქაი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს ცერემონიაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და კოლეგებთან.



მსგავსი ინფორმაციები