სამსუნში 19 მაისის ღონისძიება გაიმართა

ერდოღანი სამსუნში ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

1203966
სამსუნში 19 მაისის ღონისძიება გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 19 მაისის სულისკვეთება ისეთივე ემოციით სურთ აცოცხლო, როგორც ეს 100 წლის წინ მოხდა. პრეზიდენტმა ამის შესახებ ქალაქ სამსუნში, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს სამსუნში დაწყებული 19 მაისი ანუ,  მუსტაფა ქემალ ათათურქის ამ ქალაქში  ჩასვლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით  ღონისძიებები, 2023 წლის 29 ოქტომბრამდე ანუ,  სახელმწიფოს ჩამოყალიბების მე-100 წლისთავამდის გაგრძელდება. მისივე თქმით, მაშინ როდესაც ოსმალეთმა ბალკანეთიდან უკან დაიხია, თურქ ხალხზე დიდი გენოციდი განხორციელდა რა, მიუხედავად მრავალი პრობლემებისა  ამ თვალსაზრისით თურქეთი  მტერს არასოდეს დამსგავსებია. „ყოველ დღეს, როგორც შიდა,  ასევე გარე მტრების წინააღმდეგ ვიბრძვით, რათა ძლიერი მომავალი ავაშენოთ. მაშინ როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქმა დამპყრობლებს  არ დანებდა და ხალხის თანადგომით სამშობლო შეინარჩუნა, ანალოგიურს ვაკეთებთ ჩვენც, რათა ჩვენს თაობებს უკეთესი მომავალი დავუტოვოთ. ასე,  რომ 19 მაისი სულისკვეთება არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს,“ განაცხადა პრეზიდენტმა რედოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები