ყირიმელი თათრებისა და ჩერქეზების გადასახლების 75-ე წლისთავია

ანკარამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

1203591
ყირიმელი თათრებისა და ჩერქეზების გადასახლების 75-ე წლისთავია

 

სტალინის რეჟიმის მიერ ყირიმელი თათრებისა და ჩერქეზების ციმბირში ძალით გადასახლების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰამი აქსოიმ წერილობით განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლება და ხალხი იზიარებს ყირიმელი თათრებისა და კავკასიელი ხალხების ტკივილებს. როგორც ცნობილია, 1944 წლის 17-18 მაისს, დაახლოებით 250 ათასი ყირიმელი თათარი სამშობლოდან აყარეს და გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში ციმბირში გადაასახლეს, რომლის დროსაც 10 ათასობით მათგანი საქონლის ვაგონებში მრავალ დღიანი მგზავრობის შედეგად შიმშილისგან ან ავადმყოფობისგან გარდაიცვალა, ხოლო ადგილებზე ცოცხლად ჩასულებმა კი მრავალი წელი სამშობლოს ნატვრაში გაატარეს სიცოცხლე. ამავე განცხადებით, იმავე წლის 21 მაისს ციმბირის გზას გაუყენეს ასევე ჩერქეზები და მას შემდეგ კავკასიელები ამ დღეს "ჩერქეზთა გადასახლების" დღედ მოიხსენიებენ. "ჩვენი მონათესავე ყირიმელი თათრებისა და ჩერქეზების ტანჯვას ვიზიარებთ, გადასახლებაში დაღუპულების სულებს მოწიწებით ვიგონებთ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, ხაზგასმულია აქსოის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები