ჩავუშოღლუ ჰელსინკშია

მან ტერორის საფრთხის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება

1203511
ჩავუშოღლუ ჰელსინკშია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვიდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 129-ე სხდომაზე და თქვა, რომ ბოლო ხანებში მსოფლიოში განხორციელებული ტერორისტული აქტები გვახსენებენ, თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. მისივე თქმით იგი იწონებს და უერთდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც იგი "ევროპაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა  და  თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებას" მოითხოვს. "მსოფლიო დემოკრატია ამჟამად დიდი რისკის პირისპირ დგას, რასაც ადასტურებენ თავდასხმები ღვთისმსახურების ადგილებში, რომლებიც ამ ბოლო ხანებში განხორციელდა ახალ ზელანდიაში, შრი-ლანკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში და ა.შ. ჩვენ მართალია დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ სოციალური უფლებების გათვალისწინებას, მაგრამ, თუ დისკრიმინაციისა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პროგრამა არ გვექნება, ყველას ძალიან გაგვიჭირდება ტერორიზმის წინააღმდეგ დგომა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ჩავუშოღლუმ ოფიციალური წერილი გაუგზავნა გაერო-ს მუდმივ წევრ ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომელშიც დეტალური ინფორმაცია მიაწოდათ თურქეთის მხრიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე საბურღი სამუშაოების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სამუშაოები საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში მიმდინარეობს



მსგავსი ინფორმაციები