პრეზიდენტი შიდა უსაფრთხოების ნაწილებს წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი იფთარის პროგრამის ფარგლებში შიდა უსაფრთხოების ნაწილებს წარმომადგენლებს შეხვდა

1203046
პრეზიდენტი შიდა უსაფრთხოების ნაწილებს წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ევრაზიის წარმოდგენებისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ იფთარის პროგრამის ფარგლებში შიდა უსაფრთხოების ნაწილებს წარმომადგენლებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უწყვეტი ოპერაციის პოლიტიკით ტერორისტებს დიდი დარტყმა მიაყენეს და დაამატა: „ბოლოდ ბოლო 2,5 წელიწადში 420 ეგრეთ წოდებული მაღალი რანგის (PKK-ს წევრი) ტერორისტი, მათ შორის 16 წითელი ბიულეტენით ძებნილი, გავანეიტრალეთ. როგორც ტერორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ასევე ტერორგანიზაციის მოქმედების მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდა.“

ერდოღანის განცხადებით, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში ბევრი წლის შემდეგ ისევ სიმშვიდემ დაისადგურა და ტერორგანიზაციის ბიდედ ქცეულ მთებში, უსაფრთხოების ძალების მცდელობითა და თავგანწირვით ისევ გაზაფხული მოვიდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერორგანიზაციისთვის ლოჯისტიკისა და საბრძოლო მასალის უზრუნველმყოფი ყველა ელემენტის გასანადგურებლად სირიასა და ერაყში ოპერაციები დააჩქარეს და დაამატა: „სირიაში ოპერაციებით დაეშ-სა და სეპარატისტული ტერორგანიზაციის (YPG/PKK) ამ ქვეყანაში არსებულ განშტოებებს მძიმე დარტყმა მივაყენეთ. 4 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია ტერორისგან გავწმინდეთ და სირიის ჩრდილოეთი მშვიდობის კუნძულად გადავაქციეთ.“

მისივე თქმით, სირიის შიდა ომს გამოქცეული და თურქეთში თავშეფარებული 3 მილიონ 600 ათასი დევნილიდან 320 ათასი ისევ თავის სამშობლოში დაბრუნდა და ძალიან მალე იმ ადგილებში, სადაც ტერორისტები არიან, ერთ ღამით მოულოდნელად შევლენ და საჭირო წმენდას ჩაატარებენ.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის ჩრდილოეთში არ დაუშვებენ თურქეთის მეზობლად ტერორისტული დერეფნის შექმნას და დაამატა: „ჩვენი სირიაში მცხოვრები ქურთი, არაბი და თურქმენი ძმების მომავალს, ახალი კოლონიალური სურვილების მქონეთა ბედზე არ დავტოვებთ.“



მსგავსი ინფორმაციები