თურქეთმა საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა

1202375
თურქეთმა საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის განცხადებით, საბერძნეთი DHKP-C-ს,  PKK-ს  და  FETÖ-ს მსგავსი  ტერ ორგანიზაციების უსაფრთხო თავშესაფრად გადაიქცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ 2017 წელს დაკავებული  DHKP-C-სთან კავშირში მყოფი 9 პირის სასამართლოს მხრიდან გათავისუფლება გავრცელებული წერილობითი განცხადებით მკაცრად გააკრიტიკა. „DHKP-C-ს, PKK-ს და  FETÖ-ს მსგავსი ტერ ორგანიზაციებისთვის საბერძნეთი ერთგვარ თავშესაფრად გადაიქცა რა, ამ ყველაფერს ჩვენ ერთგვარი შეშფოთებით ვაკვირდებით. საბერძნეთის ეს ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშირისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თავიანთ მისიას არ ასრულებენ. ჩვენი პრეზიდენტის მიმართ ტერაქტის განხორციელებაში ბრალდებული 9 DHKP/C-ს წევრის, რომლების მიმართ დაპატიმრების ორდერი თურქეთშიც არის გაცემული რა, ისინი ტერორიზმის ბრალდებით იძებნებიან, სასამართლოს მიერ გათავისუფლება, იმის ნათელი მაგალითია, თუ რატომ ირჩევენ ზემოთ ხსენებული ტერ ორგანიზაციის წევრები საბერძნეთში გაქცევას და თავის შეფარებას. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნათელყოფს, რომ საბერძნეთი ტერორისტებისათვის სანდო თავშესაფარია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ DHKP/C ევროკავშირის მიერაც არის ტერ ორგანიზაციად აღიარებული,“ ნათქვამია ჰამი აქსოის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები