ჰაქქარიში ერთი სამხედრო დაიღუპა

იუქსექოვაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების თავდასხმას ერთი სამხედრო ემსხვერპლა

1201124
ჰაქქარიში ერთი სამხედრო დაიღუპა

ჰაქქარის რაიონ იუქსექოვაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების თავდასხმას ერთი სამხედრო ემსხვერპლა.

ჰაქქარის გუბერნატორის სამსახურის განცხადებით, რაიონის ავაშინის სექტორის ბათინთეფეს საბაზო რეგიონში შეღწევის მცდელობისას სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-ს წევრ ტერორისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.  

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „იუქსექოვას რაიონის ავაშინის სექტორის ბათინთეფეს საბაზო რეგიონში შეღწევის მცდელობისას სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-ს წევრ ტერორისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის სროლები მოხდა რა დროსაც ქვეითი სერჟანტი ზექერია ზენჯირლი დაიღუპა.“


საკვანძო სიტყვები: #ჰაქქარი , #იუქსექოვა , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები