ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი

“დასავლეთს არ აქვს უფლება ანკარას ჭკუა ასწავლოს“

1199516
ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი წუხელ სიტყვით გამოვიდა ერთიანობის ფონდის მიერ მოწყობილ სამარხვო ვახშამ იფთარზე და თქვა, რომ იმ დასავლელ ქვეყნებს, რომლებიც ტერორისტებს და პუტჩის მცდელობის წევრებს იფარავენ, არ აქვთ უფლება თურქეთს დემოკრატიის გაკვეთილები ჩაუტარონ.

მისივე თქმით, ისრაელმა, ბლოკადითა და ემბარგოებით ღაზას სექტორი, ღია ცისქვეშა საპყრობილედ გადააქცია, ხოლო ასადის პირსისხლიანი რეჟიმი სირიაში აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას და ამ რამაზანობის პერიოდშიც კი არ ერიდებიან სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვას, იემენში 10 ათასობით ბავშვი იღუპება ავადმყოფობითა და შიმშილით, ასეთივე მდგომარეობაა ლიბიაში, არაქანში, სომალიში, ავღანეთში, ერაყში. 

მოკლედ, ამ წმინდა თვეში ისლამური სამყაროს დიდ ნაწილში ბოლო არ უჩანს ცრემლებს და სისხლისღვრას და ამ ყველაფერს ვერ ხედავს დემოკრატიული დასავლეთი.

განსაკუთრებულ აღვირახსნილობას იჩენს დასავლეთისაგან გათამამებული ისრაელი, რომელიც არ ერიდება  ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა თუ მას მედიის საშუალებების შტაბების დაბომბვასაც.

“მათ გასულ კვირას თურქული საინფორმაციო სააგენტო “Anadolu Ajansı“-ს ოფისიც დაბომბეს და თელ ავივი ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებებით შესძლებს მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის ღაზის გენოციდის პოლიტიკის შესახებ სიმართლის დამალვას. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჰუმანიტარული ორგანიზაციები განაგრძობენ გაჭირვებულთა ჭრილობების შეხვევას და ამ დროს არ უშინდებიან არავითარ საფრთხეს და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ამ დროს დასავლეთი პრესის თავისუფლების საკითხში ჩვენს ქვეყანას აკრიტიკებს. მოკლედ თურქეთის კრიტიკის საკითხში ყველა ფეხზე დგას და ჭკუას გვასწავლიან, მაგრამ, როცა საქმე ისრაელის ძალადობაზე მიდგება, ამ დროს ყველა ჩუმდება, ყრუვდება და ბრმავდება“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები