სტამბოლის მერის არჩევნები ბათილად იქნა გამოცხადებული

ახალი არჩევნები 23 ივნისს გაიმართება

1196448
სტამბოლის მერის არჩევნები ბათილად იქნა გამოცხადებული

თურქეთის არჩევნების უმაღლესმა საბჭომ, სტამბულში ადგილობრივი არჩევნების განახლება გადაწყვიტა და მის შესაბამისად, ახალი არჩევნები 23 ივნისისათვის დანიშნა. მმართველმა განვითარებისა და სამართლიანობის პარტიამ და მისმა მოკავშირე ნაციონალური მოძრაობის პარტიამ, სხვადასხვა დარღვევების გამო, 31 მარტის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმებისა და განახლების მოთხოვნით მიმართა არჩევნების უმაღლეს საბჭოს, რომელმაც  შეაფასა ეს პრეტენზიები და გუშინ საღამოს გამართულ კენჭისყრაზე, 7 ხმით 4 წინააღმდეგ ხმა მისცა 31 მარტის მხოლოდ მერიის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და მის განახლებას. ამავე სხდომაზე აქამდე გამარჯვებულ ოპოზიციის ლიდერ ექრემ იმამოღლუს ჩამოერთვა სტამბოლის მერობა



მსგავსი ინფორმაციები