თურქეთმა ფედერიკა მოგერინის განცხადებები მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა ფედერიკა მოგერინის განცხადებები მკაცრად გააკრიტიკა

1195079
თურქეთმა ფედერიკა მოგერინის განცხადებები მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნახშირწყალბადების საძიებო საქმიანობის შესახებ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მოგერინის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ,  აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნახშირწყალბადების საძიებო საქმიანობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უარვყოფთ. ადრეც ხშირად აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ყველაზე დიდი საზღვარი ჩვენს ქვეყანას ესაზღვრება, ამიტომ ჩვენს უფლებებს და ინტერესებს  რეგიონთან მიმართებაში არასდროს დავთმობთ. თურქეთი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ინტერესებს კუნძულზე ყოველთვის დაიცავს. ამ მხრივ, თურქეთი საჭირო ყველა ნაბიჯს, როგორც წარსულში გადადგა, მომავალშიც ანალოგიურს გააკეთებს. სინამდვილეში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში პრობლემის შემქმნელი და ყოველგვარი შეთავაზებების წინააღმდეგ გამომსვლელი, ბერძნული მხარეა. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუნებრივი რესურსების საძიებო სამუშაოების ჩატარება, თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ჩაურთველობის გარეშე შეუძლებელია რა, ამის უფლებას არავის მივცემთ.“



მსგავსი ინფორმაციები