ფუათ ოქტაიმ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

"ამერიკამ უნდა გაიაზროს, რომ თურქეთზე ზეწოლა და მუქარა უშედეგოა"

1195276
ფუათ ოქტაიმ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ მათი ქვეყნის საზღვრების მიმართ ნებისმიერი სახის  საფრთხეების აღმოსაფხვრელად ოპერაციები უწყვეტლივ გაგრძელდება. ფუათ ოქტაიმ,  ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „როგორც მოგეხსენებათ, ზეთისხილის რტოს  ოპერაციის რეგიონში და ჰაქქარიში ჩვენ სამხედროებზე თავდასხმები განხორციელდა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით  და მტკიცედ ავღნიშნო, რომ ასეთი თავდასხმები ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ბოლო ტერორისტის ლიკვიდირებამდის ოპერაციები უწყვეტლივ გაგრძელდება,“ განაცხადა ფუათ ოქტაიმ.  ვიცე-რეზიდენტმა რუსეთიდან შესასყიდი S-400-ის საზენიტო-საჰაერო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და დაამატა: „S-400-ის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. თურქეთი ერთ რომელიმე შეთანხმებას ხელს თუ მოაწერს, პირობებსაც ბოლომდე შეასრულებს. რაც შეეხება ამერიკას,  უნდა გაიაზროს, რომ თურქეთზე ზეწოლა და მუქარა უშედეგოა.“



მსგავსი ინფორმაციები