ერდოღანმა “ჩამლიჯას“ სტუმრები მიიღო

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები

1194851
ერდოღანმა “ჩამლიჯას“ სტუმრები მიიღო

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, გუშინ სტამბოლში, “დიდი ჩამლიჯას მეჩეთის“ გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მასზე მიწვეული უცხოელი სტუმრებისა და სახელმწიფო მეთაურების საპატივსაცემოდ, ვაჰდედდინის კოშკში ვახშამი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინიის, პალესტინის, გვინეას, ყირგიზეთის, ნიგერის, ნიგერიას, პაკისტანის, სენეგალის, სომალის და ტუნისის წარმომადგენლებმა. მართალია ეს ოფიციალური ვახშამი იყო, მაგრამ, იგი პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ კი ერდოღანმა ამავე კოშკში პირისპირი შეხვედრები მოუწყო ალბანეთის პრეზიდენტ ილირ მეტას, გვინეის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალფა კონდეს, სენეგალის პრეზიდენტ მაკე სალლის, ავღანეთის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აბდულლაჰ აბდულლაჰს, პალესტინის პრემიერ მინისტრ მოჰამედ იბრაჰიმ იშთიეს, ბოსნია- ჰერცეგოვინიის საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარე შეფიქ ჯაფეროვიჩს  და ბოსნია-ჰერცეგოვინიის საპრეზიდენტო საბჭოს წევრ ბაქირ იზზეთბეგოვიჩს რა, ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები