ერდოღანი სიტყვით გამოვიდა MUSIAD-ის შეკრებაზე
“17 წლიან პერიოდში თურქეთი ნახტომისებურად განვითარდა“
პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს სიტყვით გამოვიდა სტამბოლის ბაქირქოის უბანში დამოუკიდებელი მრეწველებისა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD-ის 25-ე გენერალურ ასამბლეაზე და ამ ორგანიზაციის ახალი შტაბბინის გახსნის ცერემონიალზე რა, სირიის აზიზიეს რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული კაპიტნის გამო, თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო ამავე თავდასხმის შედეგად დაჭრილ მაიორს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. "ბოლო 17 წლის მანძილზე, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მმართველობის 17 წლიან პერიოდში თურქეთი ნახტომისებურად განვითარდა და ქვეყანამ უახლეს ისტორიაში უდიდესი გარღვევა გააკეთა. ჩვენი სამშობლოს 2023 წლის მიზნების მისაღწევად, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავისათვის დაგეგმილი წარმატებების მოპოვებაში MÜSİAD-იც თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს და მწამს, რომ ეს ორგანიზაცია ამისათვის ყველანაირ მცდელობას და ძალისხმევას გამოიჩენს“, განაცხადა ერდოღანმა
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა