ერდოღანმა ბოსნია-ჰერცოგოვინელი სტუმრები მიიღო

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები

1194192
ერდოღანმა ბოსნია-ჰერცოგოვინელი სტუმრები მიიღო

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლქსში მიიღო ბოსნია-ჰერცოგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარე მილორად დოდიკი და ამავე საბჭოს წევრი შეფიქ ჯაფეროვიჩი. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ერდოღანმა და დოდიკმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს, რომელზედაც ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ ძირითადად ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების საკითხები განიხილეს. "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ განახლებული შეთანხმების შემდეგ, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ორ მხარეს შორის სავაჭრო ბრუნვის უახლოეს ხანებში 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვაპირებთ, რისთვისაც უდიდესი პოტენციალი არსებობს, ხოლო ამავე შეთანხმების ფარგლებში თურქეთი მონაწილეობას მიიღეს სარაევო-ბელგრადის ოტობანის მშენებლობაში. გარდა ამისა, ენერგეტიკის, ვაჭრობის, თავდაცვის მრეწველობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სფეროებშიც ახალი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ხოლო რაც შეეხება “თურქული ნაკადის“ პროექტს, ყველაფერს ვიღონებთ, რათა ამ პროექტმა ბოსნია- ჰერცეგოვინამდე მიაღწიოს", ხაზგასმით განაცხადა თურქმა პრეზიდენტმა. დოდიკმა კი  ბოსნია-ჰერცოგოვინის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი გამოჩენილი მხარდაჭერის გამო, ანკარას მადლობა გამოუცხადა



მსგავსი ინფორმაციები