ერდოღანმა საპირველმაისო მესიჯი გაავრცელა

“იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დღე მშვიდობიან და მეგობრულ გარემოში აღინიშნება“

1192566
ერდოღანმა საპირველმაისო მესიჯი გაავრცელა

 

ხვალ პირველი მაისია, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე და მასთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა პრეზიდენტმა რ. თ ერდოღანმა და მასში იმედი გამოთქვა, რომ 1 მაისი მშვიდობიან, მეგობრულ გარემოში აღინიშნება და არ მოხდება პროვოკაციები.  „გულით მჯერა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების დიალოგითა და თანამშროლობით გადაჭრით ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ნდობა და სტაბილურობა კიდევ უფრო გამყარდება და ასე ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, აღნიშნავს პრეზიდენტი. მისივე თქმით, რაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ ყოველთვის ცდილობს მუშა-მოსამსახურეების ყველანაირი პრობლემების გულწრფელად გადაჭრას, რისთვისაც მრავალი ღონისძიებები და პროექტები იქნა განხორციელებული, რათა დასაქმება გაზრდილიყო, ხოლო უმუშევრობის დონე კი შემცირებულიყო. “ჩვენ, დემოკრატიული გზებით წამოყენებული ყველანაირ წინადადებები და მოთხოვნები გავითვალისწინეთ და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტების, პროფკავშირების, სამოქალაქო ორგანიზაციების და თვით მუშა-მოსამსახურეების მონაწილეობით შევეცადეთ საკითხების მოგვარებას და ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ. 1 მაისს, შრომის და სოლიდარობის დღეს ვულოცავ ყველას და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დღე მშვიდობიან, მეგობრულ გარემოში აღინიშნება და არ მოხდება რაიმე  პროვოკაციები“, ხაზს უსვამს ერდოღანი



მსგავსი ინფორმაციები