ერდოღანი: „ალჟირში და რუანდაში გენოციდის განმხორციელებელს,  არ შეუძლია თურქეთს დარიგება მისცენ“

ერდოღანი: „ალჟირში და რუანდაში გენოციდის განმხორციელებელს,  არ შეუძლია თურქეთს დარიგება მისცენ“

1189258
ერდოღანი: „ალჟირში და რუანდაში გენოციდის განმხორციელებელს,  არ შეუძლია თურქეთს დარიგება მისცენ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, რომელიც ალჟირში და რუანდაში მართლაც და გენოციდის განმხორციელებელია, არ შეუძლია თურქეთს ე.წ. თითქოს და სომეხთა გენოციდის  საკითხში დარიგება მისცეს. ერდოღანმა ანკარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ყოველი წლის 24 აპრილს ე.წ. თითქოს და სომეხთა გენოციდის საკითხთან დაკავშირებით  გამომსვლელი დასავლური ქვეყნები გააკრიტიკა.  „25 წლის წინ რუანდაში, 800 ათასი ადამიანის წინაშე ჩადენილი მართლაც და გენოციდის განმხორციელებელი განა საფრანგეთი არ არის? დღეს,  კი ჩვენზე დარიგების მოცემას ცდილობენ. თქვენ რაც გინდათ ის თქვით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ალჟირში და რუანდაში თქვენი ჩადენილების შესახებ. ისინი, რომლებიც დღეს-დღეისობით სომხური მოვლენების შესახებ თურქეთს აკრიტიკებენ, ყველა მათგანს სისხლიანი წარსული გააჩნიათ. ის ქვეყნები, რომლებიც ამ საკითხს ყოველწლიურად წინა პლანზე აყენებენ, დღემდის ვერ დაამტკიცეს სიმართლე. მათი მიზანი,  სიმართლის დამტკიცება  კი არ არის,  არამედ ჩვენი შევიწროებაა და ზეწოლაა. თუ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე არქივები გაგაჩნიათ, გამოააშკარავეთ, როგორც ჩვენ მოვიქეცით,“ აღნიშნა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები