ჩავუშოღლუმ ტაჯიკი კოლეგა მიიღო

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები

1188378
ჩავუშოღლუმ ტაჯიკი კოლეგა მიიღო

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ გუშინ თავისი ტაჯიკი კოლეგა  სიროჯიდინ მუჰრიდინი მიიღო და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. თურქი დიპლომატი შეეხო ტრამპის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც ირანისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში ზოგიერთი ქვეყნისათვის, მათ შორის თურქეთისათვისაც, ამ სანქციებში მონაწილეობისაგან განთავისუფლების ვადას, მაისიდან აღარ გააგრძელებს და თქვა, რომ  ეს სანქციები ირანელ ხალხს დიდ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს, ხოლო ამის პარალელურად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასაც დიდ საფრთხეს შეუქმნის. "აშშ-ი, ისრაელის მხარდაჭერით ირანისადმი მტრობას გააგრძელებს და მის ნავთობს არ გააყიდვინებს, მეორე მხრივ კი, ამერიკასთან მოთანამშრომლე ქვეყნებისგან ნავთობის ყიდვას გაზრდის რა, ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ არ ახსოვს მსოფლიოს და თურქეთი დაუფარავად ეწინააღმდეგება ასეთი ნაბიჯების გადადგმას", განაცხადა ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით მეგობარ ტაჯიკეთთან ყველანაირი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ყველანაირ  ძალისხმევას იჩენენ, განსაკუთრებით კი ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების და დაზვერვის მიმართულებით. “თურქეთ-ტაჯიკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ამჟამად 500 მილიონი დოლარია და ამ ციფრის უახლოეს ხანებში 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვგეგმავთ, რადგან, ორივე მხარეს ამის უდიდესი პოტენციალი გააჩნია“, ხაზგასმით განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ტაჯიკმა მინისტრმა კი ანკარას მხარში დგომისათვის და ყველანაირი დახმარებისათვის მადლობა გამოუცხადა



მსგავსი ინფორმაციები