ქალინმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა

ქალინმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა

1186336
ქალინმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა.

ქალინის თქმით, სირიის მანბიჯის რეგიონში თურქი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი პატრულირება გრძელდება და ახალი საპატრულო საქმიანობისთვის მოლაპარაკებების გრძელდება.

„იდლიბში, აფრინსა და ჯერაბლუსამდე, სინამდვილეში მანბიჯამდე არსებული თურქეთ-სირიის საზღვრის შიგნით დღეს უსაფრთხო ზონა რეალურად სინამდვილეში შექმნილია. აქ არც ტერორგანიზაცია  PKK არის, აქ არც ტერორგანიზაცია დაეში არის. აქ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი შესაძლებლობებით და თურქეთის მხარდაჭერით, ჩვენიც და საერთაშორისო საზოგადოების მიერაც მხარდაჭერილი სირიის არმიის და სხვა სირიულ ელემენტებთან ერთად თვითმმართველობას უზრუნველყოფენ, საკუთარ ეკონომიკას მართავენ, საკუთარი შიდა დინამიკით ამ რეგიონის უსაფრთხო ფორმით მართვას აგრძელებენ. სინამდვილეში მარტო ესეც კი დიდი წარმატებაა“ -აღნიშნა ქალინმა.


მან ასევე განაცხადა, რომ ერაყში, სირიაში ან მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე თურქეთის მიმართ საფრთხის წინააღმდეგ ყველა სახის ზომას ამის შემდეგაც მტკიცედ გაატარებენ.



მსგავსი ინფორმაციები