ჰულუსი აქარ-პატრიკ შანაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა

ჰულუსი აქარ-პატრიკ შანაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა

ჰულუსი აქარ-პატრიკ შანაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა  პენტაგონში,   აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, პატრიკ შანაჰანს შეხვდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰულუსი აქარ-პატრიკ შანაჰანს შორის გამართული შეხვედრის დროს,  სირიაში მიმდინარე მოვლენების ბოლო მდგომარეობა, თურქეთ-ამერიკას შორის ურთიერთობები,  რეგიონალური  უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის საკითხები იქან განხილული. შეხვედრაზე თურქმა მინისტრმა სირიაში ჩამოსაყალიბებელი „ბუფერული ზონის“,  რუსეთიდან შესასყიდი S-400-ის საზენიტო-საჰაერო კომპლექსის, აშშ-დან შესასყიდი F-35-ების, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე მოვლენები და ამ საკითხებში მათი მოლოდინები დააყენა  დღის წესრიგში.  შეხვედრაზე ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ თურქეთ-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, როგორც ორ ქვეყანას შორის ასევე რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბის უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, ჰულუსი აქარ-პატრიკ შანაჰანს შორის გამართული შემხვედრის შესახებ პენტაგონიდანაც გავრცელდა წერილობითი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მინისტრებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში გამართეს შეხვედრა. შეხვედრაზე, ასევე როგორც ორი ნატოს წევრი  ქვეყანა,  ორმხრივ თანამშრომლობაზე,  რეგიონალურ და საერთაშორისო მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით თანადგომაზე და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე  იქნა ყურადღება გამახვილებული.“



მსგავსი ინფორმაციები