ერდოღან-ლუკაშენკოს ერთობლივი პრესკონფერენცია

ორ ქვეყანას შორის 6 სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ერდოღან-ლუკაშენკოს ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ-ბელორუსიას შორის სავაჭრო მოცულობის  1,5 მილიარდ დოლარამდე გაზრდის პოტენციალი არსებობს. ერდოღანის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით გუშინ, ანკარაში ჩამოსულმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სხვა მრავალ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების საკითხები იქნა განხილული. „2016 წელს ჩვენ სავაჭრო მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდის გაზრდაზე შევთანხმდით, მაგრამ,  ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. დღევანდელი (გუშინ) შეხვედრის შემდეგ ჩვენ ახალი მიზანი 1,5 მილიარდი დოლარი დავისახეთ და მე მჯერა, რომ თურქეთ-ბელორუსიას შორის ეს პოტენციალი არსებობს. ჩვენ, ბელორუსიაში თურქული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვის გაზრდას და ბელორუსიელი ტურისტების დასასვენებლად თურქეთის ჩამოსვლას  მივესალმებით. ორ ქვეყანას შორის 2016 წლიდან უვიზო რეჟიმის  შემოღების შემდეგ თურქეთში ჩამოსული ბელორუსიელი ტურისტების რიცხვის საგრძნობლად გაზრდას რა თქმა უნდა მისასალმებელია,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ლუკაშენკოსთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.  ბელორუსიის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს ასევე ორ ქვეყანას შორის 6 სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.



მსგავსი ინფორმაციები