ქალინმა ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები შეაფასა

"მე არ მჯერა, რომ ამერიკამ თავისი მოკავშირე თურქეთი დაკარგოს“

ქალინმა ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები შეაფასა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში ჩატარებულ თურქეთ-ამერიკის ბიზნეს საბჭოსა (taik) და ამერიკულ- თურქული საბჭოს (ATC) მიერ ორგანიზებულ 37-ე ერთობლივ ყოველწლიურ კონფერენციაში.

აქვე გამართულ პრეს კონფერენციაზე მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას შეფასება მისცა და თქვა, რომ ამერიკას უკან მიუბრუნდება თურქეთთან სანქციების ენით მუქარა და ლაპარაკი.

"მე არ მჯერა, რომ ამერიკამ თავისი მოკავშირე თურქეთი დაკარგოს და გაწიროს, რადგან, ჩვენს ქვეყნებს შორის მეტად მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს მრავალ სფეროში", განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამჟამად ორ ქვეყანას შორის ყველაზე დიდ უთანხმოებას ჰქმნის აშშ-ის ინტენსიური თანამშრომლობა სირიის ჩრდილოეთში მოქმედ ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფება  YPG / PKK-თან, რომელსაც ანკარა ტერ ორგანიზაციად მიიჩნევს და ასეთივე აღიარებას ითხოვს ვაშინგტონისგან, თანაც, თურქეთის მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ამერიკა აგრძელებს ხსენებული ფორმირებისადმი ფინანსური და სამხედრო დახმარებების გაწევას, რასაც ანკარა ტერორიზმისადმი დახმარებად და მხარდაჭერად აღიქვამს.

იბრაჰიმ ქალინის აზრითვე, ფეტულლაჰის  ტერორისტული ორგანიზაცია Feto, რომელმაც 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა, ახლა კი ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილი ურთიერთობების მოშხამვას ცდილობს.

ერდოღანის პრეს სპიკერი ბოლოს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებსაც შეეხო და თქვა, რომ ეს ურთიერთობები არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

“რუსეთი რეგიონში ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქედან გამომდინარე აქტიურად ვთანამშრომლობთ მრავალ სფეროში. მაგრამ, ამასთან ერთად ჩვენ ვართ ნატო-ს წევრი ქვეყანა და ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან სტრატეგიულ პარტნიორობასაც უაღრესად ვაფასებთ“, ხაზგასმით აღნიშნა ქალინმა

 



მსგავსი ინფორმაციები