რიზა ქაიაალფი მეცხრედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ფინალში მან იაკობ ქაჯაია დაამარცხა

რიზა ქაიაალფი მეცხრედ გახდა ევროპის ჩემპიონი

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე   ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილის  ჭიდაობაში,  თურქეთის ეროვნული ნაკრების მძიმეწონოსანი ფალავანი რიზა ქაიაალფი, 130 კილოგრამის წონითი კატეგორიის ფინალში, გუშინ, ქართველ ფალავან,  იაკობ ქაჯაიას დაუპირისპირდა და იგი ანგარიშით 3:0 დაამარცხა რა, მეცხრედ გახდა ევროპის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი. ამით ქაიალფმა, ყველაზე მეტი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი თურქი მოჭიდავის სახელიც  მოიპოვა. თურქ ფალავანს მობილურით დაუკავშირდა და მორიგი გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები