პესკოვმა ერდოღანის კატეგორიულობა შეაქო

“ანკარა არ ემორჩილება დასავლეთის ზეწოლებს“

პესკოვმა ერდოღანის კატეგორიულობა შეაქო

 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, “როსია 1“ არხის პოლიტიკურ პროგრამაში შეაფასა თურქეთის მხრიდან რუსული S-400 ტიპის რაკეტების შეძენის საკითხი და თქვა, რომ ძალიან კმაყოფილები არიან თურქეთის პრეზიდენტის რ.თ. ერდოღანის პოზიციისა, რომელმაც ამერიკის დიდი ზეწოლის მიუხედავად, უარი არ თქვა რუსული საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის შეძენაზე.

"პრინციპში, თითზე ჩამოსათვლელია და ძალზედ მცირეა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც  დამოუკიდებლად აზროვნებენ, მოქმედებენ და სხვა ქვეყნების მითითებებს არ ემორჩილებიან. სწორედ ამ კატეგორიის ქვეყნებში შედიან რუსეთი და თურქეთი. მართლაც და ნამდვილად უპრეცედენტო ზეწოლა ხდება დასავლეთის მხრიდან ანკარაზე, მაგრამ ერდოღანი პოზიციას არ იცვლის. ჩვენ მივესალმებით თურქეთის პრეზიდენტის ამ მკაცრ დგომას და კატეგორიულობას რა, ასეთი პოზიცია თავისუფალი და სუვერენული დიალოგის საშუალებას გვაძლევს", განაცხადა პესკოვმა



მსგავსი ინფორმაციები