დღეს ანკარას ევო მორალესი ეწვევა

ეს არის ბოლივიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთში

1179544
დღეს ანკარას ევო მორალესი ეწვევა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, რეჯეპ თაიპ ერდოღანის მოწვევით დღეს ანკარას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი. ამავე ცნობით, ეს იქნება ბოლივიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთში და მას მიღებას მოუწყობს რა თურქი კოლეგა ერდოღანი, ძირითადად განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს და აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს. “ბოლივიის პრეზიდენტი ამჟამად ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების კავშირის როტაციულ თავჯდომარესაც წარმოადგენს და ამიტომ შეხვედრაზე თურქეთის ამ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების საკითხებსაც დაუთმობენ ყურადღებას“, აღნიშნულია  თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები