თურქეთის საგარეო უწყებამ ლიბიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

თურქეთის საგარეო უწყებამ ლიბიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1178819
თურქეთის საგარეო უწყებამ ლიბიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

თურქეთმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლზე სამხედრო ოპერაციის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ლიბიაში ტრიპოლზე სამხედრო ოპერაციის შედეგად შექმნილი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოვთქვამთ... ამგვარი მცდელობები სამოქალაქოებისათვის ზიანის მოტანისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ წაყვანის გარდა სხვა შედეგს არ მოიტანს, ამასთანავე შეაფერხებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარტივებით წარმოებულ პოლიტიკურ პროცესს. დაძაბულობის სწრაფად შემცირების და სიმშვიდის დასამყარებლად აუცილებელია საღი აზრის შენარჩუნება. გაეროს გენერალური მდივნის და გაეროს ლიბიის სპეციალური წარმომადგენლის ქვეყანაში დაძაბულობის შემცირების მცდელობებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი და მნიშვნელობას ანიჭებს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ამ საკითხში ერთობლივი პოზიციისა და სიმტკიცის გამოხატვას.“



მსგავსი ინფორმაციები