ჩავუშოღლუ ვაშინგტონიდან მაიამს გადავიდა

აქ იგი თურქი და მუსლიმანური საზოგადოებების წარმომადგენლებს შეხვდა

1178077
ჩავუშოღლუ ვაშინგტონიდან მაიამს გადავიდა

 

ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, ნატოს მინისტერიალზე მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, აქ დასრულებული ვიზიტის შემდეგ ქალაქ მაიამიში გადავიდა, სადაც მას შეხვედრა მოუწყეს ამ რეგიონში მცხოვრებმა თურქებმა და სხვა მუსლიმანური საზოგადოებების წარმომადგენლებმა. შეხვედრა მაიამის გარდენის მეჩეთში განხორციელდა და მათთან ჩატარებული საუბრის შინაარსის შესახებ თურქმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ ტვიტტერში ისაუბრა: "ჩვენ ამერიკელ თურქებთან და სხვა მუსლიმანური საზოგადოებების წარმომადგენლებთან მათ წინაშე მდგარი პრობლემების და მათი აღმოფხვრის საშუალებებზე ვისაუბრეთ. ისინი აქ შეურიგებელ ბრძოლას აწარმოებენ ყოველგვარი ისლამოფობიის და ქსენოფობიის წინააღმდეგ და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. ამ მხრივ მათი ქმედებები მართლაც მისასალმებელი და მისაბაძია“, აღნიშნავს ჩავუშოღლუ. თურქი დიპლომატი 3-4 აპრილს, ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაშინგტონში იმყოფებოდა და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა



მსგავსი ინფორმაციები