გაეროს უშიშროების საბჭოზე თურქეთის ინიციატივა ერთ ხმად იქნა მიღებული

მევლუთ ჩავუშოღლუ ამერიკაში ვიზიტს განაგრძობს

1176021
გაეროს უშიშროების საბჭოზე თურქეთის ინიციატივა ერთ ხმად იქნა მიღებული

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეაზე თურქეთის,   „რელიგიის ან კიდევ მრწამსზე დაყრდნობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ ინიციატივა, ერთ ხმად იქნა მიღებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა. თურქმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლა,  15 მარტს ახალ ზელანდიაში მუსლიმების მიმართ განხორციელებული თავდასხმის დაგმობით დაიწყო და გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად ერთობლივი შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. მის ამ ინიციატივას კი გაეროს წევრმა ქვეყნებმა ერთ ხმად დაუჭირეს მხარი. მეორეს მხრივ, სხდომის დასრულების შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ,  გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის უმაღლეს წარმომადგენელ, მიგელ მორატინოს შეხვდა. ჩავუშოღლუმ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა: „მორატინოსთან შეხვედრის დროს ისლამოფობიის, ქსენოფობიის და  ზიზღის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხები განვიხილეთ.“ ჩავუშოღლუმ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში თურქული საზოგადოებების წარმომადგენლებსაც შეხვდა. თურქი დიპლომატი,  ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ასევე    3-4  აპრილს, ვაშინგტონში, სადაც ნატოდაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავთან დაკავშირებით   საგარეო საქმეთა მინისტერიალი უნდა გაიმართოს, დაესწრება.



მსგავსი ინფორმაციები