დღეს თურქეთში ადგილობრივი არჩევნებია
საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურება

დღეს თურქეთში ადგილობრივი არჩევნებია და საკუთარი ნების გამოსახატავად საარჩევნო უბნებს მიაშურებს 57 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს (YSK) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ადიამანის, აღრის, ართვინის, ბინგოლის, ბითლისის, დიარბაქირის, ელაზიღის, ერზინჯანის, ერზრუმის, გაზიანთეფის, გირესუნის, გუმუშჰანეს, ჰაქქარის, ყარსის, მალათიის, ქაჰრამანმარაშის, მარდინის, მუშის, ორდუს, რიზეს, სიირთის, ტრაპიზონის, თუნჯელის, შანლიურფის, ვანის, ბაიბურთის, ბათმანის, შირნაქის, არდაჰანის, იღდირის და ქილისის პროვინციებში, ე.ი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმის მიცემის პროცედურა 07:00 სააზე დაიწყება და 16:00 საათზე დასრულდება, ხოლო დანარჩენ პროვინციებში 08:00 საათზე დაიწყება და 17:00 დასრულდება, რის შემდეგ დაიწყება ხმების დათვლა.
მოკლედ, თურქეთის მოქალაქეები დღეს ქალაქების მერიებს, მუნიციპალური საბჭოს წევრებს და სოფლებისა და უბნების გამგებლებს აირჩევენ.
თურქეთის კანონებით, კენჭისყრის დღეს, არჩევნებისა და არჩევნების შედეგების შესახებ ახალი ამბების, პროგნოზებისა თუ კომენტარების გაკეთება რადიოებით, ტელევიზიებითა და ყველა სხვა სახის მაუწყებლობით, 18.00 საათამდე აკრძალულია
მსგავსი ინფორმაციები

ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“
ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“

მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა