ერდოღანმაც დაგმო ტრამპის გადაწყვეტილება

“ვის მიწას ვის ჩუქნი?!“

1171319
ერდოღანმაც დაგმო ტრამპის გადაწყვეტილება

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანიც მკაცრად გამოეხმაურა, გააკრიტიკა და დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიის გოლანის მაღლობთან დაკავშირებით: "ტრამპი, ვის მიწას  აძლევს ისრაელს! გაეროს რეზოლუციის თანახმად, ეს მაღლობები სირიას ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით არსებობს 1967 წლის გაეროს რეზოლუცია და მისი მიხედვით ეს არის სირიის ტერიტორია. როგორ შეიძლება ამ რეზოლუციის უგულველყოფა და გოლანის მაღლობის ისრაელისათვის ჩუქება. ამას არ იღებს, არც ევროკავშირი, არც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, არც რუსეთი, არც ჩინეთი. ამ გაჩუქების ლეგიმიტაციას გაეროს უშიშროების საბჭოშიც ვერ მოახერხებ, რა, ძალაზე ხარ?, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ასეთი რამ გამორიცხულია“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა.

 



მსგავსი ინფორმაციები