აივალიქის ღია წყლებში არალეგალების ნავი ჩაიძირა

დაიღუპა 4 მიგრანტი

1170570
აივალიქის ღია წყლებში არალეგალების ნავი ჩაიძირა
canakkale gocmenler1.jpg

 

ჩანაქკალეს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, აივალიქის რაიონის ღია წყლებში არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც პირველადი ცნობებით, 4 კაცი დაიღუპა, რომელთა შორის 3 ქალია და ერთიც ბავშვი.

ამავე ცნობით, არალეგალებს ძირითადად ირანელი და ავღანელი მიგრანტები წარმოადგენდნენ და ისინი ამ ნავით, რომლის ჩაძირვის მიზეზები უცნობია, ჯერ საბერძნეთის კუთვნილ კუნძულ მიდილლიზე, აქედან კი ევროპაში გადასვლას აპირებდნენ.

სანაპირო დაცვის ეკიპაჟებმა, რომლებიც ამ რეგიონში პატრულირებას ახდენენ, შესძლეს 11 მიგრანტის გადარჩენა, რომლებიც აივალიკის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს.

გადარჩენილი მიგრანტებისგან აღებული ჩვენებებით, ნავზე სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა და ამიტომ საძიებო და სამაშველო საქმიანობები აღარ გაგრძელებულა



მსგავსი ინფორმაციები