თთს-მ წერილობითი განცხადება გაავრცელა
თშძ-მა სირიაში დეაშის 21 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ერთადერთი არმიაა მთელს მსოფლიოში, რომელიც სირიაში DEAŞ-ის წინააღმდეგ პირდაპირ, ე.ი. ხელჩართულ ბრძოლას ეწევა. ამავე განცხადებით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თავისი საზღვრების უსაფრთხოების, დაეშისა და სხვა ტერ ორგანიზაციების მუქარების და სირიიდან წამოსული ყველანაირი თავდასხმებისა და ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით, 2016 წლის 24 აგვისტოს, “ევფრატის ფარის“, სახელწოდების ანტიტერორისტული ბრძოლა დაიწყო სირიის ჩრდილოეთში და 2017 წლის 24 თებერვალს ელ ბაბის პროვინციაც გაათავისუფლა რა ტერორისტებისაგან, ამით, ეფვრატის ფარმა თავისი მისია დაასრულა. "ეს ოპერაცია თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად ჩატარდა და სულ 243 დასახლება და 2015 ათასი კვ კმ-ი იქნა განთავისუფლებული, რომლებზეც 320 ათასამდე სირიელი ლტოლვილი დაბრუნდა თურქეთიდან, ხოლო ამის პარალელურად მიწასთან გასწორდა და განადგურდა დაეშის კუთვნილი 21 ათასზე მეტი სამიზნე“, ხაზგასმულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში