ჩავუშოღლუ ახალ ზელანდიას მადლობას უხდის

ჩავუშოღლუ ახალ ზელანდიას მადლობას უხდის

1169086
ჩავუშოღლუ ახალ ზელანდიას მადლობას უხდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუახალ ზელანდიაში გასულ კვირას მუსლიმების მიმართ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ქვეყნის პრემიერს და სხვა მთავრობის წარმომადგენლებს მგრძნობიარე დამოკიდებულებისათვის მადლობა გადაუხადა.  საკითხთან დაკავშირებით მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „უპირველეს ყოვლისა, პრემიერმინისტრ,  ჯასინდა არდერნის, გუშინ სტამბოლში „მუსულმანთა მიმართ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ გადასადგმელი ნაბიჯების განსახილველად  საგანგებოდ შეკრებილ,   ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ ახალი ზელანდიის ვიცეპრემიერს,  საგარეო საქმეთა მინისტრს  და ყველა მთავრობის წარმომადგენელს მუსლიმების მიმართ გამოჩენილი მგრძნობიარე დამოუკიდებულებისთვის   მადლობას ვუხდი. ახალ ზელანდიასთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ.“ შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის დროს  51 მუსლიმი  დაიღუპა, ათეულობით კი  დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები