გეორგიოს  კატროუგალოსი თურქეთში იმყოფება

ჩავუშოღლუმ და კატროუგალოსმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართს

1167870
გეორგიოს  კატროუგალოსი თურქეთში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ბერძენ კოლეგა, გეორგიოს  კატროუგალოსანტალიაში შეხვდა. ჩავუშოღლუმ და   კატროუგალოსმა პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის დროს ჩავუშოღლუმ,  აღმოსავლეთ ხმელთა შუა ზღვის და კვიპროსის სანაპიროზე ნახშირწყალბადების საბადოების საძიებო სამუშაოების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „პროექტი, რომელიც თურქეთის ჩართვის გარეშე  ან მთლიანად გარიცხვით  განხორციელდება,  არ არის რეალისტური. თურქეთს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში გარკვეული უფლებები გააჩნია.“ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს კი ბერძენმა დიპლომატმა აღნიშნა: „აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთსაც აქვს უფლებები და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით.“



მსგავსი ინფორმაციები