ერდოღანმა წერილი მისწერა ვაშინგტონ პოსტს

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის ქმედებები სამაგალითოა

ერდოღანმა წერილი მისწერა ვაშინგტონ პოსტს

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სტატია მისწერა გაზეთ ვაშინგტონ პოსტს სათაურით "ახალ ზელანდიელი ტერორისტის და DAEŞ-ის ქსოვილი ერთი და იგივეა", რომელშიც დასავლეთის ლიდერებს მოუწოდებს, მათ ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმანებს ჩაეხუტონ.

თურქი პრეზიდენტი სტატიაში ყურადღება ამახვილებს ტარრანტის მიერ გამოყენებული ავტომატური იარაღის წარწერებზე და მის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტზე, წერს: "ტერორისტი ხშირად მახსენებს მეც და თურქეთსაც, რაც ძალზედ გასაკვირველი და ამასთან დამაფიქრებელიცაა".

მისივე აზრით, მეჩეთებზე თავდამსხმელი, მსოფლიო ისტორიისა  და ქრისტიანობის შესახებ დამახინჯებული და გაუკუღმართებული შეხედულებებით, თავისი ტერორისტული ქმედების ლეგიტიმაციას ცდილობს.

“DEAŞ-მა ბოლო წლებში რამდენიმე მოწოდება გაავრცელა სტამბულის ხელახალი დაპყრობისკენ, რაც პირდაპირ შეესაბამება ახალი ზელანდიელი ტერორისტის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში სტამბოლის ახლიდან გაქრისტიანების იდეას“, ხაზს უსვამს ერდოღანი და ამატებს, რომ თუ, მსოფლიოს სურს ახალი ზელანდიის მსგავსი თავდასხმების მომავალში თავიდან აცილება, მაშინ, მან უნდა აღიაროს, რომ ეს თავდასხმა არის ისლამის წინააღმდეგ კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანიის შედეგი.

მანვე შეაქო ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრ ქ-ნ ჟანდა არდერნის გამბედაობა, ლიდერობა, გულწრფელობა და დასავლეთის ლიდერებს მისგან მაგალითის აღებისკენ და მუსლიმანების გულში ჩაკვრისკენ მოუწოდათ.



მსგავსი ინფორმაციები