ერდოღანმა დღის წესრიგის შეფასებისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა დღის წესრიგის შეფასებისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1166087
ერდოღანმა დღის წესრიგის შეფასებისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.  ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალ  ზელანდიაში გასული კვირის პარასკევ დღეს ორ მეჩეთზე განხორციელებული  ტერაქტი, რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა,  არ იყო ინდივიდუალური, არამედ სრულიად ორგანიზებული ქმედება გახლდათ.  „საფრანგეთში,  „შარლი ებდო“-ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანი მსოფლიო ევროპაში განა არ ჩავიდა? ჩავიდა. კარგით მაგრამ,  ამ შემთხვევასთან დაკავშრებით ევროპა საერთოდ იღებს ხმას? რა თქმა უნდა არა, ჯერ ჯერობით ევროპისგან არაფერი გაგვიგია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი,  ახალ ზელანდიაში ტერაქტის განმხორციელებელს 15 წლიანი პატიმრობა უნდა მიუსაჯონ. როგორ შეიძლება,   ადამიანმა რომელმაც 50 მუსლიმანის სიცოცხლე შეიწირა,  მხოლოდ და მხოლოდ 15 წლით დაისაჯოს. ეს ჩვენთვის მიუღებელია,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, სირიის აფრინის რეგიონის ტერორისტებიდან გაწმენდის წლისთავზეც ისაუბრა და მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება რა, დაამატა:  „იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ ტერორის დერეფანი არ გადაგვეკეტა, ჩვენი ქვეყნის სამხრეთი ნაწილი მთლიანად ტერორისტების კონტროლში იქნებოდა გადასული.“

მან ბოლოს,   ევროპელი ოფიციალური პირების,  თურქეთ-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა: „ისინი თურქეთთან მოლაპარაკებებს არ შეწყვეტენ, ნეტა გადადგამდნენ ასეთ ნაბიჯს მაგრამ, ამას არ იზამენ რადგან მათაც სჭირდებათ თურქეთი.“



მსგავსი ინფორმაციები