ოქთაი და ჩავუშოღლუ ახალ ზელანდიაში იმყოფებიან

ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ტერორისტულია აქტის სამიზნე ელ ნურის მეჩეთი მოინახულეს

ოქთაი და ჩავუშოღლუ ახალ ზელანდიაში იმყოფებიან

ახალ ზელანდიაში ჩასულმა ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ტერორისტულია აქტის სამიზნე ელ ნურის მეჩეთი მოინახულეს.  

მეჩეთის წინ ყვავილების მიიტანეს და დაღუპულებისთვის ილოცეს, რის შემდეგაც ოქთაიმ ჟურნალისტებთან განაცხადება გააკეთა და დასძინა: „ტერორს არ აქვს რელიგია, ენა, რასა, ტერიტორია. გასაკუთრებით მათთვის ვამბობს, ვისაც ენა არ უბრუნდება, რომ ამ ტერორისტს ახლა ტერორისტი უწოდოს. ეს იარაღი ვინმე მუსლიმის ხელში რომ ყოფილიყო, ვერც წარმოიდგენთ რა ქარიშხალი ამოვარდებოდა  მსოფლიოში... კიდევ ერთხე მინდა ეს ხმა მრტელს მოსფლიოს გავაგონო. ტერორი არის უბედურება, რომელიც შესაძლოა ყველას თავს დაატყდეს. ამის გამო ამ უბედურების წინააღმდეგ საერთო ენის გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ კი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველა ამ საკითხზე სასაუბროდ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სტამბოლში გამართება და დაამატა: „პარასკევს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ჩავატარებთ. შევქმნით კომისიას, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას გააკონტროლებს. საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შეიქმნება და მას გაერთიანებული ორგანიზაციის ჩათვლით ყველა პლატფორმაზე გავიტანეთ. ამ საქმეს თავს არ დავანებებთ.“

ფუათ ოქთაი და მევლუდ ჩავუშოღლუ კრაისტჩერჩში მცხოვრებ თურქებს საუზმეზე შეხვდნენ. შეხვედრაზე ოქთაიმ თურქებს პრეზიდენტ ერდოღანის მოკითხვა გადასცა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის მხარდაჭერა.

თურქულმა დელეგაციამ საავადმყოფოში მყოფი დაჭრილი სამი თურქიც მოინახულა.

დელეგაციამ შეხვედრა გამართა კრაისტჩერჩის მერთან და ახალი ზელანდიის გენერალურ გუბერნატორთან.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ქალაქ კრაისტჩერჩში პარასკევის ლოცვის დროს ორ მეჩეთზე მომხდარი ტერაქტის დროს 50 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები